ჰოლივუდის უცხოეთის პრესის ასოციაციამ “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების რიგით 73-ე ცერემონიის თარიღი დააანონსა. 10 იანვარი, 2016 – სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან 2015 წლის საუკეთესო კინონამუშევარები, მსახიობები და სხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას NBC-ის არხზე გადასცემენ. ადგილი კი უცვლელი რჩება – ბევერლი-ჰილსში მდებარე “ბევერლი ჰილტონი”.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ცერემონიის პროდუსერი Dick Clark Productions-ი იქნება HFPA-სთან ერთად.
ერთი სული გვაქვს, მომდევნო “ოქროს გლობუსზეც” გავიმეოროთ წლევანდელი წარმატება და ვიმედოვნებთ, 2015 წელიც ისეთივე გამორჩეული და წარმატებული იქნება, როგორიც 2014 იყო.
- აცხადებს HFPA-ს პრეზიდენტი თეო კინგმა.
გამოქვეყნდა წლევანდელი “ოქროს გლობუსის” შედეგებიც: მას პირდაპირ ეთერში 19.3 მილიონმა ადამიანმა უყურა. აქედან 18-49 წლის ასაკის მაყურებლები ჭარბობდნენ. ვარაუდობენ, რომ მომავალი წლისათვის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები