ზუგდიდის ბიბლიოთეკაში საუკეთესო მკითხველები დააჯილდოვეს (ვიდეო)
19:03 / 29.01.2015
ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საუკეთესო მკითხველები გამოვლინდნენ და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ამასთან ერთად დღევანდელ ღონისძიებაზე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა გვარამიამ 2014 წლის ანგარიში წარადგინა. ბიბლიოთეკისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სტატუსის მიენიჭების შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტმა მისთვის 19 200 ლარი გამოყო. ამ დროისთვის ბიბლიოთეკამ 1000 ლარის ოდენობის 24 დასახელების პერიოდული პრესა, კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი შეიძინა.
მანანა გვარამიას განმარტებით ბიბლიოთეკას 750 ახალი წიგნი გადაეცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საქართველოს კიდევ ხუთ ბიბლიოთეკასთან ერთად , ჩართულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივ პროექტში, რომლის ფარგლებში ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადამზადნენ. ამ პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკა 1000 აშშ დოლარის ოდენობის წიგნებს შეიძენს.
მანან გვარამიამ დასძინა, რომ ახლო მომავალში ბიბლიოთეკის შენობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსები დაუმონტაჟდება.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები