Facebook-მა თავის ოფიციალურ ბლოგზე დაწერა, რომ ფუნქცია Place Tips-ის ტესტირება დაიწყო და მისი მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას იმ ადგილების შესახებ, სადაც ისინი იმყოფებიან.
ფუნქციის იდეა იმაშია, რომ როცა მომხმარებელი ღირსშესანიშნაობას, მაღაზიას, რესტორანს ან სხვა ადგილს უახლოვდება, Facebook-ი მას ვარდისფერი შეფერილობის push-შეტყობინებას გაუგზავნის.
შეტყობინებაზე დაჭერით, მომხმარებელი ნახავს მისთვის საინტერესო გეოგრაფიული ადგილის ფოტოებს, მის აღწერილობას და იმასაც კი, თუ რომელი მისი მეგობარია იქ ოდესმე ნამყოფი და გადაუღია თუ არა ოდესმე ფოტო. გარდა ამისა, მომხმარებელი ნახავს ამ ადგილზე დაგეგმილი ღონისძიებების ანონსსაც.
ამჟამად Place Tips-ის ტესტირება მიმდინარეობს ნიუ-იორკში, ტურისტებს შორის პოპულარულ ტრადიციულ ადგილებში - ცენტრალურ პარკში, თაიმს-სქვერზე, ბრუკლინის ხიდზე, თავისუფლების ქანდაკებასთან და ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში.
მასალის გამოყენების პირობები