IREX- ჩვენი მიზანია რეგიონული მედიის ხელშეწყობა (ვიდეო)
11:12 / 30.01.2015
IREX- (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები რადიო „ათინათს“ ესტუმრნენ. IREX-ის ხელმძღვანელი საქართველოში მეთიუ შელი რადიო "ათინათის" ჟურნალისტებს გაესაუბრა და რეგიონული მედიის პრობლემებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ადგილობრივი მედია მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე, IREX-ის მიზანია ხელი შეუწყოს მედიის განვითარებას.
„ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტს, რომელსაც ჰქვია რეგიონული მედიის მდგრადი განვითარების ინიციატივა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონულ მედიას ვეხმარებით, რათა მათ შეძლონ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და ასევე, განვითარდნენ სხვადასხვა მიმართულებით“, - თქვა მეთიუ შელიმ.
IREX-ის პროექტ „რეგიონული მედიის მდგრადი განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შერჩეულ მედია საშუალებებთან გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
პარტნიორ მედია საშუალებებთან განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბიზნესის ზრდაზე, მენეჯმენტის ეფექტურობაზე, ოპერაციების ქმედითობა-რენტაბელურობაზე და მაღალხარისხიანი კონტენტის შექმნაზე. პარტნიორი საშუალებების მენეჯერები და თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ IREX-ის ტრენინგებში. გარდა ამისა, მათ ადგილზე ჩაუტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები და გაეწევათ მენტორობა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები