დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი კომისიის წევრები აირჩიეს, ესენია: გურამ ჩიხლაძე - "კვლევებისა და მონიტორინგის ცენტრი", გერონტი ყალიჩავა - "მედია ფონდი", რუსლან საჯაია-"ასოციაცია "ჰანგი", კრისტინა კილანავა - ქალთა მოძრაობა "იმედი" და ხათუნა გოგუა- "აფხაზეთი ჩემი".
წარმოდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგნლელს ხმა არ მიუცია. თუმცა, წევრების არჩევის დროს თავი რამდენიმე არასამთავრობომ შეიკავა. მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებმა.
გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული დებულება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მასში ცვლილებებია შესატანი. არასამთავრობოებს, დებულების თითქმის ყველა მუხლის მიმართ აქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების პროცედურები და კრიტერიუმები 27 იანვარს დაამტკიცა. დებულების თანახმად, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ პროექტებს 7-9 წევრიანი სპეციალური კომისია განიხილავს. აქედან, ოთხი წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა იყოს, სამი კი სამოქალაქო სექტორიდან.
საკრებულოს ზემოაღნიშნული სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ, დამტკიცებულ დებულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად დებულებაში ცვლილებები შევა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები