ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გამომცემლობების „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ ორგანიზებით, ჯონ ლენონის წიგნის „როგორც მეწერება“ პრეზენტაცია გაიმართა.
მუსიკოსის ეს ნამუშევარი 2 წლის წინ გამოიცა და მასში ავტორის ლექსები, მინიატურები და გრაფიკული ნამუშევრები შევიდა. გარდა ამისა, წიგნს ლეგენდარული „ბითლზის“ კიდევ ერთი წევრის, პოლ მაკარტნის წინასიტყვაობა ერთვის.
“ეს არის ერთგვარი ჟონგლიორობა ჟანრებით და ენობრივი ელემენტებით. წიგნი ჯონ ლენონს ახალი კუთხით წარმოაჩენს, ის შავი იუმორით გამოირჩევა,“- აღნიშნავს წიგნის მთარგმნელი გვანცა ჯობავა.
არტანუჯის მთავარი რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას თქმით, წიგნი განსხვავებული ჟანრისაა და მასში კარგად ჩანს მომღერალი „როგორც პოეტი, როგორც თავისუფალი ადამიანი“.
ჯონ ლენონის წიგნი “როგორც მეწერება” უკვე გაყიდვაშია . მისი ფასი - 6 ლარია.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები