"პაციენტთა სკოლა" - ასოციაცია "ქსენონი" ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)
17:52 / 30.01.2015
ასოციაცია "ქსენონმა" ახალი პროექტის - "პაციენტის სკოლა" ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. მსგავსი შეხვედრები თვეში ერთხელ ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც პირადად შეეხო С ჰეპატიტი და სურს მეტი ინფორმაციის მიღება ამ დაავადების შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:
C ჰეპატიტის ეტიოლოგია, გენოტიპები, გადაცემის გზები; C ჰეპატიტის მიმდინარეობა; დაავადების ფორმები, გართულებები; C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა; C ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები;
საქართელოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
"მოუწოდებ ყველას, ვისაც ეხება С ჰეპატიტი, მოგვმართონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ ექსპერტებისგან და სპეციალისტებისგან", - თქვა ნინო ჯანაშიამ.
ასოციაცია " ქსენონი" აღნიშნულ პროექტს ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის " C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა - მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ, ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ" ფარგლებში ახორციელებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები