ზუგდიდში, სადაც გუშინ ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტეს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქცია ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობაში შეჭრა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რამაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები