ინგრედიენტები:
500 გ წითელი კარტოფილი;
300 გ ბროკოლი;
1 თავი ხახვი;
400 გ არაჟანი;
100 გ დარბილებული კარაქი;
100 გ ყველი პარმეზანი;
100 გ ტკბილი სიმინდი;
30 გ მწვანე ქინძი;
მარილი.
მომზადება:
წითელი კარტოფილი (სასურველია მცირე ზომის) გარეცხეთ, კარგად გახეხეთ, მოხარშეთ ნახევრად და წყალი გადაღვარეთ. 3 კარტოფილს გააცალეთ კანი, დანარჩენი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ ორად გაჭრილი ხახვი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი საშუალო ტემპერატურაზე. ამის შემდეგ გაზქურა გამორთეთ, 3 კანგაცლილი კარტოფილი ამოიღეთ და მოამზადეთ პიურე, დაჭრილი კარტოფილი კი დატოვეთ ნახარშ წყალში.
არაჟანი და დარბილებული კარაქი ათქვიფეთ კოვზით და ჯერ 3 კარტოფილის პიურე შეურიეთ, შემდეგ კი კარტოფილის ნახარში წყლის ნაწილი და გახეხილი პარმეზანი. მიღებული მასა ნელ-ნელა დაასხით მოხარშულ დაჭრილ კარტოფილს, დაუმატეთ ბროკოლის დანაწევრებული ყვავილედები, კონსერვირებული ტკბილი სიმინდი, მარილი და წამოადუღეთ. ხარშეთ დაახლოებით 5-6 წუთი.
ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები