რუბრიკები
თევზი პომიდვრით
ინგრედიენტები: 500 გრ. თევზის ფილე 300 გრ. პომიდორი 200 გრ. გახეხილი ან ძალიან თხლად დაჭრილი ყველი (სასურველია პარმეზანი) 1 ს.კ. ტომატი 2 ს.კ. კეტჩუპი 1 კბილი ნიორი 3-4 ღერი მწვანე ხახვი მარილი შაქარი შავი პილპილი. მარინადი: 1 ს.კ. ტომატი თითო სუფრის კოვზ მარილსა და შაქართან ერთად გახსენით 1 ლ. წყალში. ჩაალაგეთ ხსნარში თევზის ნაჭრები და გააჩერეთ ნახევარი საათი. მომზადება: თევზი დაჭერით პატარა ნაჭრებად. პომიდორი დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად. ნიორი დანაყეთ, ყველი დახეხეთ და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. ცხელ, ცეცხლგამძლე ფორმაზე მოასხით 2-3 კოვზი ზეთი. დააწყვეთ თევზის ნაჭრები, ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ფირფიტები, მოაყარეთ ცოტა მარილი და წაუსვით ტომატის პასტა (ან კეტჩუპი). ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი, შავი პილპილი და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.