რუბრიკები
ყაზახეთი ფოთში ხორბლის ტერმინალს აღარ ააშენებს
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ასილჟან მამიტბეკოვის განცხადებით, ყაზახეთი ფოთში ხორბლის ტერმინალს აღარ ააშენებს.ასილჟან მამიტბეკოვის თქმით, ყაზახური მხარე ასევე უარს ამბობს ხორბლის ტერმინალის მშენებლობაზე ვლადივასტოკში. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ფოთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობის ნაცვლად, მინისტრის განცხადებით, უმჯობესია ეს თანხები ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად გამოიყოს."ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ფოთსა და ვლადივასტოკში ტერმინალების მშენებლობასა და ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე. უმჯობესია, ეს ფული დავხარჯოთ ჩვენი ფერმერების მხარდაჭერაზე, ლიზინგის სუბსიდირებაზე", - აღნიშნა ასილჟან მამიტბეკოვმა.ფოთში ტერმინალის მშენებლობის შესახებ შეთანხმება ყაზახეთსა და საქართველოს შორის 2007 წლის აპრილში თბილისში გაფორმდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები