რუბრიკები
ზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში მოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს  კონკურსანტები არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.  მათ კონკურსის მესამე - გასაუბრების ეტაპთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები, რომელსაც ზუგდიდის რაიონულ  სასამართლოში გაასაჩივრებენ.  აპლიკანტები: ბადრი დარასელია,  ციცინო ფიფია და  ვიქტორია ბუკია კომისიის წევრების  არაკომპეტენტურობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ კომისიამ  თანამშრომლები  ნაცნობობითა და პირადი სიმპატიებით შეარჩია. "გასაუბრება გავიარე, როგორც ქალაქის ასევე, მუნიციპალიტეტში მოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან, რადგან განაცხადი ორივეგან მქონდა გაკეთებული.  გასაუბრებები ერთმანეთს შევადარე და თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრება სრული ფარსი იყო", - თქვა აპლიკანტმა ბადრი დარასელიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ციცინო ფიფია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა,  კომისიისგან მაინც უარყოფითი პასუხი მიიღო. "კომისიის პასუხი იყო ზოგადი და არ იყო მითითებული თუ რატომ მითხრეს უარი. კომისია იყო სუბიექტური და არაკომპეტენტური", - თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა ციცინო ფიფიამ. ციცინო ფიფიას მსგავსად,  კომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს ვიქტორია ბუკიაც.  ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. "არც ერთი კითხვა არ დასმულა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.  კითხვები დაისვა კანონებიდან, რომელიც ჩვენ უკვე ჩაბარებული გვქონდა ტესტირებაზე", - ამბობს ვიქტორია ბუკია. აპლიკანტების ბრალდებებს დღესვე უპასუხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ. "საპრეტენზიო კომისიაში სულ 8 საჩივარი შევიდა.  კომისიამ თითოეული აპლიკანტის საჩივარი განიხილა. ასევე, მოუსმინა გასაუბრების აუდიო ჩანაწერს და ამის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება.  მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს", -განუცხადა ჟურნალისტებს  ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების პროცესი 5-8 დეკემბერს ჩატარდა. კონკურსის შედეგად 159 თანამშრომელი შეირჩა. აქედან, 42 ახალი კადრია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.