რუბრიკები
ფოთში საცხოვრებელი სახლის ფლიგელი ჩამოინგრა
ფოთში, კუნძულის უბანში, პლეხანოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ფლიგელი ჩამოინგრა. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ორი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ადგილობრივ მთავრობას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ. 
"ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ, საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, ამასწინათ ბავშვი მეორე სართულიდან გადამივარდა, გადამირჩა. მოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით", - აცხადებს მოქალაქე დალი გეგეჭკორი.  ადგილობრივ მთავრობაში აცახდებენ, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე არ არის თავისუფალი ფართი, სადაც შეიძლება ეს მოქალაქეები ჩაასახლონ.  "2013 წელს იყო საშუალება, რომ ამ ადამიანებს დროებითი თავშესაფარი მიეღოთ, მაგრამ მაშინ უარი თავად განაცხადეს, მიზეზად იმ ჭორს ასახელებდნენ, რომ იქ ინვესტორის შემოსვლა იგეგმებოდა, რომელიც ტერიტორიას იყიდდა და მათ სოლიდურ თანხას მისცემდა", - განაცხდა კუნძულის უბანში მერის წარმომადგენელმა ბიდიკო კაკულიამ.  ფოთში,  პლეხანოვის 12 ნომერში მცხოვრებლები კი აცხადებენ,  რომ თუ მათ ყურადღებას არავინ მიაქცევს ერთ დღეს ჩამონგრევას შესაძლოა,  ვინმე ემსხვერპლოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.