ამ კვირაში, ლას-ვეგასში გრძელდება კრიმინალური დრამის „ნდობა“ გადაღებები, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს. მსახიობს შეუერთდება ელაიჯა ვუდი, რომელმაც მეორე მთავარი როლი მიიღო.
ორი კორუმპირებული პოლიციელი დევიდ კოტერსი და ჯიმ სტოუნი სამხილების განყოფილებაში დამალულ სეიფს აღმოაჩენენ. სეიფის შიგთავსის მოპოვების სურვლი თანდათანობით სიცოცხლისთვის ბრძოლად გადაიქცევა. ახლა უკვე ყოველი მათი ნაბიჯი ეჭვის შემცველია.
ახალ სურათს გაქირავებაში სტუდია Lionsgate გაიტანს, ხოლო მისი პრემიერა 2015 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები