ინტერნეტ გიგანტ Google-ის 2014 წლის მეოთხე კვარტლის მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით არის გაზრდილი და ის 4.76 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. მიუხედავად ამისა, კომპანიაში ფულადი ბრუნვის ზრდამ მოლოდინები ვერ გაამართლა და მხოლოდ 15%-ი შეადგინა.
როგორც BBC-ი წერს, კომპანია ამერიკული დოლარის გამყარებამ დააზარალა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ თუ დოლარი გამყარებამდე არსებულ ნიშნულზე დარჩებოდა, მათი შემოსავლები 541 მილიონი აშშ დოლარით მეტი იქნებოდა.
Google-მა ასევე შეამცირა რეკლამების ფასი დაახლოებით 3%-ით, რამაც ინვესტორებს ეჭვი გაუჩინა, რომ კომპანიას არასაკმარისი სარეკლამო გაყიდვები აქვს. ასევე, ინვესტორები შიშობენ, რომ Google-ის სარეკლამო სერვისი ისეთი პოპულარული არ არის მობილურებზე და ტაბლეტებზე, როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე. ეს განსაკუთრებით იმ ფონზეა საშიში, როდესაც პერსონალური კომპიუტერები საკმაოდ სწრაფი ტემპით კარგავენ მომხმარებლებს, რომლებიც მობილურებსა და ტაბლეტებს ანიჭებენ უპირატესობას.
მასალის გამოყენების პირობები