რუბრიკები
გალის რაიონში მოსავლის ასაღებად გადასულ დევნილებს მიწებს ჩამოართმევენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ  გალის რაიონი გადასახადების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი და გადახდისუნარიანი რაიონია.  გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას  თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში მოსაკრებელებიდან შესული საერთო 12 მილიონი რუბლიდან ნახევარი, 6 მილიონი, გალის რაიონზე მოდის. ,,თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადებს ყველა იხდის.  ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში 50 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აღმოვაჩინეთ,  რომლის მეპატრონესაც იქ თხილის ნარგავები აქვს და რამდენიმე წელია  მოსავალი მოჰყავს, თუმცა აქამდე ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია." - აღნიშნა ნადარაიამ. მისი თქმით, ასეთი ვითარება რაიონის თითქმის ყველა სოფელშია, ამიტომ მიწების ხელახალი ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს, რაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფოს შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის. ნადარაია გალის რაიონის იმ მოსახლეობის საკითხსაც შეეხო, რომელიც აფხაზეთის გარეთ ცხოვრობს და ენგურს გაღმა მხოლოდ თხილის სეზონზე, მოსავლის ასაღებად გადადის.  ,,ამ ხალხს 20 წლის განმავლობაში მიწის გადასახადი ერთხელაც არ გადაუხდია. თუ უახლოეს თვეებში, მთელი წლების დავალიანებას არ გადაიხდიან, მათ მიმართ შესაბამის ზომებს გავატარებთ.  ასეთ მიტოვებულ ნაკვეთებს ერთი კატეგორიიდან მეორეში გადავიყვანთ და არენდით გადავცემთ აქაურ მცხოვრებლებს, რომლებიც მიწებსაც დაამუშავებენ და გადასახადსაც გადაიხდიან" -  აცხადებს ნადარაია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.