რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ქილა (1ლ) მაწონი
1 მოზრდილი თავი ხახვი
200 გრამი ბრინჯი
2 ცალი კვერცხი
კამა
მარილი
კარაქი
მომზადების წესი:
1. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და კარაქში მოვხრაკოთ. შემდეგ დავასხათ ცოტაოდენი წყალი, ჩავაყაროთ ბრინჯი და ვაცადოთ მოხარშვა.
2. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, მაწონი ჯერ წყალში გავხსნათ და შემდეგ ჩავუმატოთ. თან მუდმივად ვურიოთ, რომ მაწონი არ აიჭრას.
3. როდესაც წვნიანი წამოდუღდება, ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი და ასევე უწყვეტად ვურიოთ.
4. ბოლოს, მოვაყაროთ მარილი და ჩავაჭრათ კამა.
მასალის გამოყენების პირობები