გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სამსუნგ Galaxy S6-ის პრეზენტაცია 1 მარტს, ყოველწლიური გამოფენის, MWC 2015-ის ფარგლებში გაიმართება. გარდა ამისა, ღონისძიებაზე კომპანია ახალ Galaxy S Edge-საც წარადგენს.
ამ დროისთვის, Galaxy S6-ის ზუსტი მონაცემები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონი 5 დიუიმიანი Super AMOLED დისფლეით იქნება უზრუნველყოფილი და რვა ბირთვიანი პროცესორით. მისი მეხსიერება 3 გეგაბაიტს გაუტოლდება, ხოლო კამერის ხარისხი 20 მეგაპიქსელამდე აიწევს. ყველაფერთან ერთად, სამსუნგის ახალი პროდუქცია, თქვენი გულისცემის გაკონტროლებასაც შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ იანვრის შუა რიცხვებში, სამსუნგის კონკურენტმა კომპანია HTC-მ ახალი ღონისძიება დააანონსა, რომლის დროსაც, კომპანიის ახალი პროდუქტის, სმარტფონ HTC One M9 პრეზენტაცია გაიმართება. ცერემონია, რომელსაც სახელად Utopia in Progress ეწოდა, ასევე 1 მარტს, ბარსელონაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები