Myriad Pictures-ი მილა იოვოვიჩთან შეთანხმებას ცდილობს. სტუდიას სურს, რომ მსახიობმა მის ახალ პროექტში “დაკარგული მიწები” მიიღოს მონაწილეობა. ეს სურათი ფანტასტიკური სათავგადასავლო ფილმია, რომელიც ჯორჯ რ.რ. მარტინის მოკლე მოთხრობებზეა დაფუძნებული. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მწერლის ნაწარმოები “ცეცხლისა და ყინულის სიმღერა” გახდა საფუძველი HBO-ს გახმაურებული სერიალისა “სამეფო კარის თამაშები”.
გარდა მილა იოვოვიჩისა, რომელიც სავარაუდოდ დათანხმდება შეთავაზებას, ფილმში ჯასტინ ჩეტუინიც მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორის მოვალეობებს გერმანელი კონსტანტინ უერნერი შეითავსებს. ისვე იქნება სურათის სცენარისტი.
მასალის გამოყენების პირობები