მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის ზახულში გარდაცვლილი რობინ უილიამსის ანდერძი, საკმაოდ კონკრეტული და ნათელი იყო, მისმა მემკვიდრეებმა - მესამე ცოლმა სიუზან შნაიდერმა და მსახიობის შვილებმა, მაინც მიმართეს სასამართლოს გარკვეული დეტალების დასაზუზტებლად.
როგორც New York Times იუწყება საქმე ეხება არა მხოლოდ ფულს, რომელიც მსახიობმა 40 წლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე დააგროვა, არამედ პირად ნივთებსაც - სათამაშოების კოლექციით დაწყებული, ველოსიპედით და მსგავსი ნივთებით დასრულებული, რაც მსახიობის სახელს უკავშირდება.
საქმე ჯერ კიდევ ახალ წლამდე აღიძრა.შნაიდერმა პირველმა გაარკვია თავისი წილის საკითხი და მოითხოვა, რაც მისი აზრით მას ეკუთვნოდა. სასამართლოსთვის გადაცემულ საბუთებში აღნიშნული იყო, რომ ვიღაც შეიპარა სახლში, სადაც სიუზანი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და წაიღო ნივთები, რომლებიც მას ეკუთვნოდა. შნაიდერის თქმით ინციდენთი მსახიობის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
”მიუხედავად შნაიდერის მინიშნებებისა, არც უილიამსის შვილები და არც მათი წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა იმ სახლში, რობინ უილიამსის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ.” - განაცხადა მსახიობის მემკვიდრეების წარმომადგენელმა ალან მეიერმა.
მსახიობის შვილებმა ასევე ღნიშნეს, რომ სიუზანის მოთხოვნა - ”დაუფიქრებელი მცდელობაა მათთვის იმის წართმევისა, რაც მამას სურდა რომ მათი ყოფილიყო.”
მასალის გამოყენების პირობები