გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
5 თებერვალს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “ინგირი”( ქვესადგური “კახათი, დარჩელი”) გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 5952 აბონენტს, (სოფლები: კიროვი 2, კიროვი 1, კიროვი 3, ანაკლია, ერგეთი, ორული, დიდინეძი, მარქსი, თარგამული, კოკი. ორსანტია, კახათი, ახალი კახათი).
5 თებერვალს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ლესიჭინის 10 კვ შემყვანი გეგმიური სარტემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 აბონენტს, (სოფ.კოლხეთი-1, კოლხეთი-2,რუსთაველი, განთიადი 1-2).
5 თებერვალს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ლესიჭინის 10 კვ შემყვანი, ფიდ. #5 გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 477 აბონენტს- (სოფ.ზანა).
მასალის გამოყენების პირობები