სტუდია Warner Bros.-ის სურათის „ტალღის ქიმზე“, რომელიც 90-იანი წლების საკულტო მძაფრსიუჟეტიანი ფილმის რიმეიქია, პრემიერა გადაიდო.
როგორც Variety იტყობინება, 2015 წლის 30 ივლისის ნაცვლად, სურათი გაქირავებაში 2015 წლის 25 დეკემბერს გამოვა. ოფიციალურ დონეზე გაქირავების გრაფიკის ცვლილების მიზეზები არ ზუსტდება, მაგრამ ნათელია, რომ პროექტის შემქმნელებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ „შეუსრულებელი მისია 5“-თან, რომელიც 2015 წლის 30 ივლისს გამოდის, კონკურენციისთვის თავი აერიდებინათ.
ფილმში მონაწილეობას ასევე რეი უინსტონი მიიღებს. სურათი დაფუძნებული იქნება კურტ უიმერის სცენარზე, ხოლო მის დამდგმელად ერიკსონ კორია დანიშნული.
წინათ ამტკიცებდნენ, რომ ახალი ვერსიის სიუჟეტი ორიგინალის მსგავსი მხოლოდ ზოგადი მახასაითებლებით იქნება. სერფინგის გარდა, გმირებს კიდევ რამდენიმე სპორტის ექსტრემალური სახეობის დაუფლება მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები