რუბრიკები
დავით ნარსია: დევნილთა პრობლემები ჩემთვის ნაცნობია
აჭარისა და  სამეგრელო- ზემო სავანეთის ტერიტორიულ ორგანოს ახალი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. დავით ნარსია წარმოშობით სოხუმიდანაა.  იგი, თბილისში, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში   მუშაობდა, შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უფროსი სპეციალისტი იყო.   დავით ნარსიამ ზუგდიდში, ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე  დევნილთა რამოდენიმე კომპაქტური ჩასახლება მოინახულა და გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. "მოსაცდელში ყოველდღიურად ათობით ადამიანი მელოდება,  ყველას ყურადღება, თანადგომა სჭირდება. ლტოლვილთა და განსხლების სამინისტრო ყველაფეს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა უკეთ იგრძნონ თავი. აღნიშნულ ადგილზე ვაკანსია იქნა გამოცხადებული. აქ დროებით ვარ.  ჩემთან ერთად, კონკურსი უნდა გაიარონ სხვა კანდიდატებმაც, რომლებსაც სურთ ამ ადგილზე  დანიშვნა.  ახლა რაც შეეხება დევნილთა ჩასახლების თემას — დღევანდელი მდგომარეობით, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, რომელიც გათვლილია 320 ოჯახზე,  ბინებზე განაცხადი ოთხიათასასოთხმოცდაათმა  ოჯახმა შეავსო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოკვლევები, რომელიც სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრუდება.  რაც შეეხება დევნილთა შესახლების პროცესს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ეს ინფორმაცია საჯარი იქნება და გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე."-აცხადებს ნარსია. სამომავლოდ, ბარამიას ქუჩაზე იგეგმება დევნილთა  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. აღნიშნულ პროექტზე ტენდერია გამოცხადებული,როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.