დღეს სამეგრელოში 1კგ თხილის ღირებულება 10,30-დან 10,50 ლარს შეადგენს. გასულ კვირას კი, 1 კგ თხილის ფასი 11 ლარს აჭარბებდა, თუმცა დღეს მისი ფასი მცირედით შემცირდა. ამის მიზეზად თხილის ექსპორტიორები ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირებენ.
ცნობისთვის, გასულ კვირასთან შედარებით, ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 1.9977 ლარადაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები