ზუგდიდში დანაშაულის პრევენციის ფილიალი გაიხსნა (ვიდეო)
16:16 / 05.02.2015
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ზუგდიდის ფილიალმა მუშაობა დაიწყო. ოფისი ზუგდიდის იუსტიციის სახლში განთავსდა. ცენტრის მიზანია დანაშაულის, მათ შორის განმეორებითი დანაშაულის პრევენცია, რისკ-ფაქტორების მატარებელ არასრულწლოვანებთან მუშაობა და სხვა.
დანაშაულის პრევენციის ზუგდიდის ფილიალს დღეს ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე სტუმრობდა. მან ჟურნალისტებთან, საუბარში აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში პროგრამის ამოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფილი პატიმრების რაოდენობა მაღალია. მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, სხვა მომსახურეობებთან ერთად, ხდება ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების მოგვარება, პროფესიული გადამზადება და პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა.
"ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რესოციალიზაციის პროგრამა . პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. სამეგრელოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებს შეუძლიათ მიმართონ ზუგდიდის იუსტიციის სახლში გახსნილ ფილიალს და ჩერთონ პროგრამში. ", - თქვა ჯონი კვინიკაძე.
ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2 წლის წინ ამოქმედდა. ამ ეტაპზე, ზუგდიდის გარდა, დანაშაულის პრევენციის ფილიალები გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები