Facebook -მა თავის 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით მეგობრობაზე და მანძილებზე სპეციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, მეგობრებს შორის დაშორების ჯამური მაჩვენებელი 73 ტრილიონ კილომეტრს შეადგენს. ეს დაახლოებით 10 ათასჯერ აჭარბებს მანძილს დედამიწასა და პლუტონს შორის და იგივე მანძილი იქნება, თუ დედამიწას 1.8-ჯერ შემოვუვლით.
მაქსიმალური დაშორება 2 Facebook-მეგობარს შორის ახლა 20 005 კილომეტრია. ამ ორ მეგობარს შორის, რომლებიც ბრიტანეთის ნიუკასლში დაიბადნენ, ერთი ახლა ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, ხოლო მეორე - ესპანეთში.
დაახლოებით ასეთივე მანძილზე, 19 994 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ ახლა ვიეტნამელი მეგობრები - ერთი ისევ სამშობლოშია, ქალაქ ტამკიში, ხოლო მეორე პერუში, ლიმაში გადასახლდა.
მასალის გამოყენების პირობები