რუბრიკები
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.   "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი საკმაოდ შედეგიანი და ნაყოფიერი იყო. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა ურთიერთგაგებისა და სრული ნდობის პირობებში წარიმართა", - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართულ მხარეს. მხარეები მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარებაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა გაზაფხულზე რამოდენიმე სამარხის ექსჰუმაცია აჩადარაში, გუმისთაში, ხონსა და ვაზიანში.  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში მუშობს ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება წარმოადგენს. ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, წითელი ჯვრის დახმარებით, მოლაპარაკების შედეგად, 2014 წელს მოხდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და 30 ნეშტის თბილისში ჩამოსვენება, საიდანაც 4 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.