9 თებერვალს ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება, სადაც მისი ფილმი ”სიმინდის კუნძული” ამერიკული ფონდის ”კინო მშვიდობისთვის” პრიზით დაჯილდოვდება ”საერთაშორისო მწვანე ფილმის ნომინაციაში”, სადაც როგორც წესი, მშვიდობის თემატიკაზე შექმნილი ფილმები მონაწილეობენ.
ფონდი ”კინო მშვიდობისთვის” 2002 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მართავს დაჯილდოვების ცერემონიას ჰოლივუდის ვარსკვლავების მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები