რუბრიკები
ზუგდიდის მერიამ 6 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
დღეს ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ცალკეული  სამსახურის უფროსებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე გახნხორციელებული სამუშაოები და აქტივობები გააცნეს.  გარდა ამისა,  მერიის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც უახლოესი 3 წლის მანძილზეა დაგეგმილი. მერიის ანგარიში საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. აღნიშნულის მიუხედავად, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ, როგორც მერიის სამსახურების  ასევე,  ირაკლი გოგოხიას მიმართ.  საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ მერიის სამსახურის უფროსებს ანგარიშის შინაარსი დაუწუნა,  ხოლო მერი ირაკლი გოგოხია ნეპოტიზმში დაადანაშაულა.  მან ასევე აღნიშნა, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაობის ნაწილი, რომელიც ანგარიშში მოხვდა,  2012 წელს დაიგეგმა. ირაკლი გოგოხიამ დეპუტატ წითლიძის, ნეპოტიზმთან დაკავშირებულ, ბრალდებას უპასუხა, რომ "დიახ, მე მოვედი ჩემ  გუნდთან ერთად და გუნდურად ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ",  - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ  ის მიღწეულით ბოლომდე არ არის კმაყოფილი, თუმცა ამბობს, რომ "წარმატების საფუძვლები ჩაყრილია და მის შედეგებს მომდევნო წლებში ვიხილავთ". "თავიდან ბევრი სირთულე შეგხვდა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გადავლახეთ და ამ 6 თვის განმავლობაში შევძელით მიმართულებები ჩამოგვეყალიბებინა, რათა 3 წლის მერე უკეთესი იყოს ჩვენი ქალაქი. ", - თქვა ირაკლი გოგოხიამ. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მერიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებისთვის  მსგავსი ანგარიშების  წარდგენა ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. "ქალაქ ზუგდიდის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩეული მერი და აღმასრულებელი ორგანო ასევე, ქალაქის  არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს გაწული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს.  ამავდროულად, მერია ამით ანგარიშს აბარებს ამომრჩეველს", - ამბობს მერაბ ქვარაია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ორ ნაწილად - ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებად გაიყო.  აღნიშნული რეფორმის შემდეგ, ზუგდიდს პირველად ჰყავს არჩეული მერი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.