"ქართუ ჯგუფი" ზუგდიდში რაგბის სტადიონს ააშენებს (ვიდეო)
17:41 / 06.02.2015
ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება. მისივე ცნობით, 5- მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას "ქართუ ჯგუფი" გეგმავს.
"მოლაპარაკებებს ალბათ ძალიან მალე დავასრულებთ. 4 ჰა მიწის ფართობი უკვე გამოყოფილია. სტადიონი ქალაქს საკუთრებაში 5 წლის შემდეგ გადმოეცემა. სტადიონს ექნება თავისი სასტუმრო, სატრენაჟორო დარბაზი და ორი მოედანი. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება- პირობები ასეთია", - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.
ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ცალკეული სამსახურების უფროსებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები და აქტივობები გააცნეს. გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებმა იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს 3 წელიწადში უნდა განხორციელდეს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები