რუბრიკები
ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს
ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა, როგორც იქნა, თავიანთი ოთხწლიანი ურთიერთობა დააკანონეს! წყვილმა ხელი ლოს-ანჯელესში მოაწერა. როგორც ამბობენ, ეს ცერემონიის მხოლოდ დასაწყისი იყო, ვინაიდან გრანდიოზული ქორწილი ჯერ კიდევ წინაა და, როგორც უკვე გაცნობეთ, ჯონის კუთვნილებაში მყოფ კუნძულზე გაიმართება. წყვილმა ოფიციალური “გაბედნიერების” თარიღად 7-8 თებერვალი შეარჩია. ეს ერთადერთი უიკენდია, როდესაც ორივეს სცალია. მომდევნო პერიოდში ორივე მათგანი ძალიან დაკავებული იქნება – ჯონი “კარიბის ზღვის მეკობრეების” გადაღებებს იწყებს, ემბერი კი ფილმის გადასაღებად ლონდონში მიემგზავრება. უკვე ცნობილია, რომ პატარძალი სტელა მაკარტნის კაბით შეიმოსება. სტუმართა 50-კაციან სიაში დეპის ყოფილი სიყვარული ვანესა პარადიც იქნება. შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთზე, ერთწლიანი რომანის შემდეგ, 2013 წელს დაინიშნა. ჯონი და ემბერი მსახიობის კუნძულზე ცხოვრობენ, რომელიც დეპმა 2004 წელს შეიძინა და რომელსაც ექვსი პლაჟი აქვს. სწორედ აქ გაიმართება ვარსკვლავური ოჯახის საქორწინო ცერემონია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.