რუბრიკები
აბაშის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაიკეტა(ვიდეო)
აბაშაში მოკლული ტოტია მესხის ოჯახის წევრება და ახლობლებმა აბაშის პოლიციასთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.  აქციის მონაწილეები იმ ორი პირის დაპატიმრებას ითხოვენ, რომლებიც მკვლელთან ერთად პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი გაათავისუფლა. მათივე თქმით, აღნიშნულ პირებს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავთ და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მესხის ოჯახის წევრებს პოლიციის მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რომელთაც პირობა მისცეს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს და მიცვალებულის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა არასასურველი შედეგის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ერთ-ერთი ბრალდებული სამძებრო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ერთი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა აბაშის რაიონის სოფელ ანჯელში მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული ტოტია მ, შემდგომ დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი დაწვა, მსხვერპლის კუთვნილ 17 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.