აბაშის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაიკეტა(ვიდეო)
16:51 / 07.02.2015
აბაშაში მოკლული ტოტია მესხის ოჯახის წევრება და ახლობლებმა აბაშის პოლიციასთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები იმ ორი პირის დაპატიმრებას ითხოვენ, რომლებიც მკვლელთან ერთად პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი გაათავისუფლა.
მათივე თქმით, აღნიშნულ პირებს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავთ და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მესხის ოჯახის წევრებს პოლიციის მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რომელთაც პირობა მისცეს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს და მიცვალებულის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა არასასურველი შედეგის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ერთ-ერთი ბრალდებული სამძებრო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ერთი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა აბაშის რაიონის სოფელ ანჯელში მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული ტოტია მ, შემდგომ დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი დაწვა, მსხვერპლის კუთვნილ 17 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები