რუბრიკები
უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი სიკვდილის პირასაა
ბობი კრისტინა ბრაუნი სიკვდილის პირასაა! ის აბაზანაში უგონო მგომარეობაში იპოვეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. 21 წლის გოგონა კომაშია და, როგორც ექიმი ამბობს, მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. სამწუხაროდ, უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი გონზე არ მოსულა და ოჯახის წევრები და მეგობრები მასთან გამოსამშვიდობებლადაც კი მიდიან. როგორც ამბობენ, ეს ცუდი სიახლე ყველაზე მტკივნეული კრისტინას მამისთვის, ბობი ბრაუნისათვის აღმოჩნდა. ნათესავები ამბობენ, რომ ბობი ამ ამბის გაგების მომენტიდან შეუჩერებლად ტირის და საშინელ მდგომარეობაშია. მეტს ვეღარაფერს ვუშველით. მხოლოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს გოგონას ღმერთი გადმოხედავს და ჩვენკენ მოაბრუნებს… - ამბობენ ბობი კრისტინა ბრაუნის ოჯახის წევრები. მეგობრები კი ამტკიცებენ, რომ უიტნის გარდაცვალებამ გოგონაზე იმდენად იმოქმედა, რომ ის ამ დრომდე არ იყო მდგომარეობიდან გამოსული. შესაძლოა, სწორედ ზედმეტი სტრესი და ნერვიულობა იყო გონების დაკარგვის მიზეზი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გოგონას ინტერნეტსივრცეში უკვე ამხნევებენ ცნობილი სახეები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.