რუბრიკები
"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი" ყირიმში აღარ იმუშავებს
"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი" ყირიმში აღარ იმუშავებს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. როგორც ამერიკული ინტერნეტ-მაღაზია "ამაზონის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, ისინი მუშაობას ყირიმის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლიდან შეწყვეტენ. გლობალური ინტერნეტ-მაღაზიის წარმომადგენლებმა ყირიმში მცხოვრები მომხმარებლები უკვე გააფრთხილეს. დაგზავნილ შეტყობინებებში წერია, რომ თუ 13 თებერვლამდე ისინი არ გააუქმებენ ანგარიშს, კომპანია თავად გააუქმებს. მანამდე ყირიმის დატოვების შესახებ ინტერნეტ-გიგანტმა "გუგლმა" და "ფეიფალმა", ასევე "ვიზა" და მასტერქარდმაც" განაცხადა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები