Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა უახლოესი ათი წლის განმავლობაში საწერი კალმის გაუჩინარებას პროგნოზირებს.
ტელეკომპანია ABC News-თან ბლიც-ინტერვიუს დროს, კითხვაზე - რომელი ფართოდგამოყენებადი ტექნოლოგია გაუჩინარდება უახლოეს წლებში, სატია ნადელამ განაცხადა, რომ სულ მალე ადამიანები უარს იტყვიან საწერ კალამზე. Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არც ხელნაწერი ტექსტების გაქრობა გამორიცხა.
ფინეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან სკოლებში უფრო მეტი დრო დაეთმობა კომპიუტერში ტექსტის აკრეფის სწავლებას, ვიდრე რვეულში ასოების გამოწერას. ამასთან ერთად, მოსწავლეებს კვლავ ასწავლიან კალმისა და ფანქრის გამოყენებას, თუმცა გაკვეთილებზე წერით დავალებას მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით შეასრულებენ.
მსგავსი მეთოდი უკვე მოქმედებს გერმანიის რამდენიმე ფედერაციულ მიწაზე, მათ შორის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, სადაც დაწყებით სკოლაში წერით დავალებას მხოლოდ ბეჭდური ასოებით ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები