რუბრიკები
ავგოლემონო - ბერძნული ქათმის წვნიანი
ინგრედიენტები: 1 ქათამი(1.500კგ.) 1 საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი(დაახლოებით 1½ ჭიქა) 1 საშუალო ზომის დაჭრილი სტაფილო(დაახლოებით ½ ჭიქა) 1½ ჭიქა დაჭრილი ნიახური 8 ჭიქა წყალი 2 ჩაის კოვზი მარილი, უფრო მერი – გემოვნებით 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი 4 კვერცხი, ოთახის ტემპერატურის 1 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაახლოებით 2 ლიმონის), უფრო მეტი – გემოვნებით პირველი ეტაპი: მოათავსეთ ქათამი, დაჭრილი ბოსტნეული და 8 ჭიქა წყალი დიდი ზომის ქვაბში, მაღალ ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1½ საათით, ბულიონის ხშირ-ხშირად მოხდით. ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან, ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მოსამზადებლად, ან მიირთვათ წვნიანთან ერთად. ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი საცერში, ბოსტნეულის მოსაშორებლად. უნდა მიიღოთ 6 ჭიქა ბულიონი – ცოტა მეტი დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო ნაკლები დაგრჩათ, მაშინ წყალი დაუმატეთ 6 ჭიქა სითხის მისაღებად. ჩაასხით ბულიონი უკან, ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ კვლავ დაუწიეთ ცეცხლს, ჩაამატეთ ბრინჯი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან. მეორე ეტაპი: ბლენდერში მოათავსეთ ჭადის ფქვილი და ჩატეხეთ კვერცხები. 2-3 წუთით ურიეთ მაღალი სიჩქარით, სანამ ძალიან არ აქაფდება. შემდეგ ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი, ლიმონის წვენი და კვლავ აამუშავეთ ბლენდერი 20-30 წამით. მიღებული მასა მოათავსეთ თასში და ნელ-ნელა შეურიეთ 3-4 ჭიქა პირველ ეტაპზე მომზადებული ცხელი წვნიანი. მიღებული ოთახის ტემპერატურის ნარევი უკან ჩაასხით წვნიანის დარჩენილ მასაში, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას. უნდა მიიღოთ ცოტაოდენი ქაფით დაფარული წვნიანი. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი, ლიმონის წვენი და ცხლადვე მიირთვით გემრიელად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.