ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბის კამპანიისთვის - One Billion Rising (ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის) ემზადებიან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქბება ფლეშ-მობი, ადამინის უფლებებისადმი მიძღვნილი გამოფენა და სხვა. კამპანიაში ჩართულები არიან: USAID დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი, „იმედი“, „მერკური“, „ათინათი“ , "ქსენონი" და „საუნჯე“. კამპანიას ორგანიზებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი უწევს.
"One Billion Rising Revolution" - არის მსოფლიოში ცნობილი კამპანია, რომელიც ივ ენსლერს (ცნობილი დრამატურგი და აქტივისტი, „ვაგინა მონოლოგების" ავტორი) ეკუთვნის. კამპანიის იდეის ავტორს და ინიციატორს, უნდა მთელ მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის.
მასალის გამოყენების პირობები