ქ. ხობში „დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე“ 2008 წლის აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, ხობის კოლხეთის ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდისა და თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდის რიგით მეშვიდე გათამაშება მინი ფეხბურთში დაიწყო.
პირველ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ახალისოფლისა და დათას სამეგობრო-სამეზობლოსგან შემდგარი გუნდები. საქართველოს დროშა საქართველოს ჰიმნის თანხლებით გუნდის კაპიტნებმა აღმართეს. თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
მინი ფეხბურთის შეჯიბრში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში გაერთიანდნენ. ფინალური მატჩი 16 თებერვალს დათას დაბადების დღეს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები