ასოციაცია "ქსენონი" მედიის წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
18:37 / 10.02.2015
დღეს ზუგდიდში ასოციაციამ "ქსენონი" რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებთან და თვითმმართველი ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ შეხვედრის მონაწილეებს C - ჰეპატიტითან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. გარდა ამისა, ასოციაციისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ურთიერთანამშრომლობის სტარტეგია შეიმუშავეს.
ქსენონის" ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განმარტებით, ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.
"ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამაში C - ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ჩაერთვება და უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში C - ჰეპატიტს დაამარცხებს", - აღნიშნა ნინო ჯანაშიამ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, C - ჰეპატიტით დედამიწის მოსახლეობის 3%-ია დაავადებული, რაც 185 მილიონ ადამიანს შეადგენს. აქედან, საქართველოში აღნიშნული ვირუსით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6,5%-ს შეადგენს.
დღევანდელი შეხვედრა ასოციაცია "ქსენონის" ახალი პროექტის: " C - ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა - მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ, ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ", ფარგლებში შედგა. პროექტი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები