რუბრიკები
საუკეთესო პრეტცელების რეცეპტი
ინგრედიენტები: ფქვილი 4.5-5 ჭიქა თბილი წყალი 1.5 ჭიქა შაქარი 1 ს.კ რძე 1/2 ჭიქა მარილი 2 ს.კ საფუარი 1 ს.კ გამდნარი კარაქი ზღვის მარილი, მსხვილი სოდა 5 ს.კ მომზადების წესი: თბილ წყალში გახსენით საფუარი. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი. ჩაასხით საფუვრიანი წყალი და თბილი რძე. მოზილეთ ცომი და დადგით სითბოში ასაფუებლად. გაფუებული ცომი გაყავით 10 ნაწილად. თითოეულ მათგანს მიეცით გრძელი თოკის ფორმა, ხელის გულებით აგორავეთ მაგიდაზე. შემდეგ კი პრეტცელის ფორმა მიეცით. დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე, როემლსაც წინასწარ პერგამენტს დააფენთ და 15 წუთი ადროვეთ. ღუმელი გაახურეთ მაქსიმუმზე. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, დაამატეთ სოდა. პრეტცელები სათითაოდ ჩაუშვით მდუღარე წყალში 30-40 წამით, ამოიღეთ და გადაიტანეთ ისევ ტაფაზე, გადაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ მსხვილი მარილი. შედგით ღუმელში გამოსაცხობად 10 წუთით, სანამ არ დაიბრაწება. გამომცხვარ პრეტცელებს შეგიძლიათ კვლავ გადაუსვათ კარაქი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.