რუბრიკები
Samsung-მა თავისი Smart TV-ის მომხმარებლები გააფრთხილა.
Samsung-მა გააფრთხილა თავისი კლიენტები, რომ არ ღირს პირადი საქმეების განხილვა ტელევიზორთან. ეს გაფრთხილება მიმართულია იმათკენ, ვინც უპირატესობას ანიჭებს Samsung Smart TV-თვის ბრძანებების მიცემას არა პულტით, არამედ ხმოვანი ბრძანებებით. Smart TV-ი „ისმენს“ რას ლაპარაკობს ხალხი მის გარშემო და ხანდახან ამ ინფორმაციას თავად Samsung-ს გადასცემს, ხან კი -მესამე მხარეს. ახალი ამბავი, რომ Samsung Smart TV-ი თავის პატრონებს „უსმენს“, ონლაინ-ჟურნალმა Daily Beast-მა გამოაქვეყნა -მათ გამოაქვეყნეს ნაწყვეტები ინტერნეტში ჩართული Smart TV-ის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომის წესებიდან. წესებში ნათქვამია, რომ ტელევიზორი „უსმენს“ ოთახში მყოფი ადამიანების საუბარს, რათა გაარკვიოს როდის მიიღოს დავალება, ან როდის უპასუხოს შეკითხავს. ტექსტში ასევე მოცემულია შემდეგი: „თუ თქვენ სიტყვებში მოცემულია პირადი ინფორმაცია, ის მოხვდება ტელევიზორის მიერ მიღებულ მონაცემებში, რომელიც მესამე მხარეს გადაეცემა“. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Samsung-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნა, როგორ მუშაობს ტელევიზორის ხმოვანი მართვის სისტემა. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს ფუნქცია, მხოლოდ დისტანციური მართვის პულტიდან ირთვება. სამხრეთ კორეული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია: „თუ კლიენტი თანახმაა და უნდა ხმოვანი ბრძანებების ფუნქციის აქტივიზაცია, მაშინ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, მისი ბრძანების შესრულებისთვის გადაეცემა მესამე მხარეს. ხმოვანი ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც პოულობს მოთხოვნილ კონტენტს და მას კლიენტის ტელევიზორში უშვებს“. კომპანია ხაზს უსვამს, რომ არ ინახავს მიღებულ ხმოვან ინფორმაციას და არ ჰყიდის მას მესამე მხარეზე. გარდა ამისა, Samsung-მა განაცხადა, რომ Smart TV-ის მომხმარებელმა ყოველთვის იცის როდის უმსმენს მას თავისი ტელევიზორი, რადგან ამ ფუნქციის აქტივიზაციისას, ტელევიზორის ეკრანზე მიკროფონი გამოისახება. Samsung -ი არაა პირველი კომპანია, რომელიც თავისი ტელევიზორების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. 2013 წლის ბოლოს, ბრიტანელმა კომპიუტერის სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ მისი LG-ის მარკის ტელევიზორი აგროვებდა მონაცემებს იმაზე, თუ რა პროგრამებს უყურებდა იგი. ამ თემაზე კრიტიკული სტატიების გავრცელების შემდეგ, LG-მ განაახლა თავისი Smart TV-ის პროგრამა, რათა კლეინტებს ასეთი სერვისის გამორთვა შეძლებოდათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.