Samsung-მა გააფრთხილა თავისი კლიენტები, რომ არ ღირს პირადი საქმეების განხილვა ტელევიზორთან.
ეს გაფრთხილება მიმართულია იმათკენ, ვინც უპირატესობას ანიჭებს Samsung Smart TV-თვის ბრძანებების მიცემას არა პულტით, არამედ ხმოვანი ბრძანებებით.
Smart TV-ი „ისმენს“ რას ლაპარაკობს ხალხი მის გარშემო და ხანდახან ამ ინფორმაციას თავად Samsung-ს გადასცემს, ხან კი -მესამე მხარეს.
ახალი ამბავი, რომ Samsung Smart TV-ი თავის პატრონებს „უსმენს“, ონლაინ-ჟურნალმა Daily Beast-მა გამოაქვეყნა -მათ გამოაქვეყნეს ნაწყვეტები ინტერნეტში ჩართული Smart TV-ის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომის წესებიდან.
წესებში ნათქვამია, რომ ტელევიზორი „უსმენს“ ოთახში მყოფი ადამიანების საუბარს, რათა გაარკვიოს როდის მიიღოს დავალება, ან როდის უპასუხოს შეკითხავს.
ტექსტში ასევე მოცემულია შემდეგი: „თუ თქვენ სიტყვებში მოცემულია პირადი ინფორმაცია, ის მოხვდება ტელევიზორის მიერ მიღებულ მონაცემებში, რომელიც მესამე მხარეს გადაეცემა“.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Samsung-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნა, როგორ მუშაობს ტელევიზორის ხმოვანი მართვის სისტემა.
კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს ფუნქცია, მხოლოდ დისტანციური მართვის პულტიდან ირთვება.
სამხრეთ კორეული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია: „თუ კლიენტი თანახმაა და უნდა ხმოვანი ბრძანებების ფუნქციის აქტივიზაცია, მაშინ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, მისი ბრძანების შესრულებისთვის გადაეცემა მესამე მხარეს. ხმოვანი ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც პოულობს მოთხოვნილ კონტენტს და მას კლიენტის ტელევიზორში უშვებს“.
კომპანია ხაზს უსვამს, რომ არ ინახავს მიღებულ ხმოვან ინფორმაციას და არ ჰყიდის მას მესამე მხარეზე.
გარდა ამისა, Samsung-მა განაცხადა, რომ Smart TV-ის მომხმარებელმა ყოველთვის იცის როდის უმსმენს მას თავისი ტელევიზორი, რადგან ამ ფუნქციის აქტივიზაციისას, ტელევიზორის ეკრანზე მიკროფონი გამოისახება.
Samsung -ი არაა პირველი კომპანია, რომელიც თავისი ტელევიზორების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. 2013 წლის ბოლოს, ბრიტანელმა კომპიუტერის სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ მისი LG-ის მარკის ტელევიზორი აგროვებდა მონაცემებს იმაზე, თუ რა პროგრამებს უყურებდა იგი.
ამ თემაზე კრიტიკული სტატიების გავრცელების შემდეგ, LG-მ განაახლა თავისი Smart TV-ის პროგრამა, რათა კლეინტებს ასეთი სერვისის გამორთვა შეძლებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები