Sony-მ და Marvel-მა მოლაპარაკება მაინც მოახერხეს. ადამიანი-ობობა Marvel-ის კინოსამყაროს ნაწილი ოფიციალურად გახდება და შესაძლოა, რომ ფილმში „პირველი შურისმაძიებელი: სამოქალაქო ომი“ გამოჩნდეს კიდეც. სავარაუდოა, რომ ენდრიუ გარფილდი სუპერგმირის როლს აღარ დაუბრუნდება.
961391-civil_war_colored_by_leinilyuspider-manSpider-Man-Sony-and-Marveluntitled-2
შეთანხმების თანახმად, გმირის „გადატვირთვა“ Marvel-ის ფილმში მოხდება და დიდია ალბათობა, რომ ეს სურათი „სამოქალაქო ომი“ იქნება, რადგან ადამიანი-ობობა ამ კომიქსის მოვლენათა განვითარებაში ერთ-ერთი საკვანძო გმირია. ამის შემდეგ, Sony გამოუშვებს სუპერგმირზე სოლო ფილმს, რომლის პრემიერაც 2017 წლის 28 ივლისს შედგება.
ადამიან-ობობაზე სოლო ფილმების გადაღების უფლება კვლავ Sony-ის რჩება – კომპანია გააგრძელებს სურათების დაფინანსებასა და მათ დისტრიბუციას. ის ასევე უფლებამოსილი იქნება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები კრეატვის საკითხებში. ამის მიუხედავად, კომპანიები ფილმებს ერთობლივად შექმნიან, ხოლო პროდუსერების როლში ემი პასკალი და ქევინ ფაიგი მოგვევლინებიან.
მასალის გამოყენების პირობები