რუბრიკები
ზუგდიდში ქალთა საკითხებზე დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
ასოციაციამ "დეა“ და ორგანიზაციამ ,,სამეგრელოს ქალთა მოძრაობა“ სადისკუსიო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 თემსა და ქალაქ ზუგდიდის 5 უბანში გამოვლენილი ქალთა და გოგონათა პრობლემების იდენტიფიკაციაა.  გზების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გამრიცხველიანების , ასევე ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა და გარე განათების პრობლემების მოგვარება, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ასოციაცია ,,დეას“ აღმასრულებელი დირექტორის მადონა ხარებავას განცხადებით, პრობლემის გამოვლენის შემდეგ პეტიცია მომზადდება, რომელიც შემდეგში ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად გადაეცემა. „იმედი გვაქვს,რომ გამოვლენილი პრობლემების შემდეგ დაწერილი პეტიცია აუცილებლად ყურადღებას მიიქცევს.  პეტიციის მომზადება მნიშვნელოვანია, რადგან თვითმმართველობის კანონში შედის ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერ პროცესში  უფრო აქტიური უნდა გახდეს,“- ამბობს მადონა ხარებავა. სადისკუსიო შეხვედრა ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,ქალების პოლიტიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ჩატარდა.  პროექტი მიმართულია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისკენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და გენდერული თანასწორობის პრინციპების რეალიზაციისათვის საზოგადოების კონსოლიდაციისკენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.