ინგრედიენტები:
350 გ ფქვილი
400 მლ რძე
5 კვერცხი
1 ს.კ. შაქარი
0,5 ჩ.კ. მარილი
300 გ შებოლილი თევზი
5-6 ღერი ოხრახუში
ზეთი
შებოლილი “დაჩეჩილი ყველი” ბლინების შესაკრავად
მომზადება:
თავიდან მოამზადეთ ცომი: 3 კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ზეთი და თბილი რძე.
რძისა და კვერცხის ნარევს ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. ცომი დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ გულსართი: შებოლილ თევზს მოაცილეთ კანი და ფხები. ხორცი წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჭერით გარეცხილი და გამშრალი ოხრახუში.
დარჩენილი 2 კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ და დაჭერით.
დაჭრილი თევზი, მწვანილი და კვერცხი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად აურიეთ.
გაადნეთ ნაღების კარაქი, გამოაცხვეთ ბლინები და შეაგრილეთ. თითოეულ მათგანზე დაალაგეთ გულსართი, გადაახვიეთ და შეკარით შებოლილი ყველის “ლენტებით”.
მასალის გამოყენების პირობები