რუბრიკები
ჩინელმა ჰაკერებმა Forbes.com-ის მკითხველები დაავირუსეს
ჩინელმა ჰაკერებმა საიტი Forbes.com-ი გატეხეს და იქ ვირუსული კოდი ჩანერგეს, რათა თვალყური ედევნებინათ პოპულარული საიტის გარკვეული ჯგუფის მკითხველებზე, მათ შორის აშშ-ის საფინანსო კორპორაციების და სამხედრო სექტორის წარმომადგენლებზე. ჰაკერებმა ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა Forbes-ის საიტზე გასული წლის ნოემბერში ჩანერგეს. ვირუსი იყნებდა ბრაუზერ Microsoft Internet Explorer-ის და პროგრამა Adobe Flash-ის სუსტ მხარეებს და შედეგად, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, Forbes-ის საიტის მნახველები შესაძლოა ჰაკერული შეტევის მსხვერპლები გამხდარიყვნენ, განაცხადეს iSight Partners-ის და Invincea-ის წარმომადგენლებმა, კომპანიების, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხებით არიან დაკავებული. კიბერშეტევის მსხვერპლტა ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ Forbes.com-ი ნომერ 62-ეა პოპულარობის მიხედვით აშშ-ში და საიტს ნოემბერში 31 მლნ მნახველი ჰყავდა. iSight Partners-ში ეჭვობენ, რომ ამ ინციდენტის უკან დგას ჩინური ჰაკერული დაჯგუფება Codoso, რომელმაც ადრე კიბერშეტევა განახორციელა ენერგეტიკულ და საფინანსო კომპანიებზე, ასევე სახელმწიფო და ადამიანის უფლებების დამცველ სტრუქტურებზე. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰაკერებმა Forbes -ის საიტზე გადააპროგრამეს ვიჯეტი Thought of the Day და ამ გზით, ვიჯეტის გაშვებისას მომხმარებელი ვირუსულ კოდს იღებდა პირად კომპიუტერზე. Forbes-მა ეს ინციდენტი მხოლოდ 10 თებერვალს დაადასტურა და განაცხადა, რომ ამის შესახებ 1 დეკემბერს შეიტყო და სასწრაფო ზომები მიიღეს პრობლემის გადასაწყვეტად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.