Warner Brothers-ი გრეგ ჰარვიტზის ახალ თრილერის “ობოლი X”-ის ეკრანიზაციის შეძენას გეგმავს და მასში მონაწილეობის მისაღებად ბრედლი კუპერს იწვევს. გარდა მსახიობობისა, ოსკარის წლევანდელი ნომინანტი პროდუსერობასაც შეითავსებს. მასთან ერთად ფილმზე “ნაბახუსევის” რეჟისორი ტოდ ფილიპსი იმუშავებს. სცენარს კი თავად ჰარვიტზი დაწერს.
ჰარვიტზს ბევრი ნაწარმოები და მათზე დაწერილი სცენარები ეკუთვნის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ სწორედ “ობოლი X”-ი იქნება მისი ყველაზე წარმატებული და გახმაურებული ნამუშევარი. ამას ხელს დიდწილად შეუწყობს ფილმში ბრედლი კუპერის მონაწილეობა!
შეგახსენებთ, რომ კუპერი ოსკარზე საუკეთესო მსახიობობის ნომინანტია და მოუთმენლად ელის 22 თებერვალს, როცა ის და მისი შესანიშნავი “ამერიკელი სნაიპერი” ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ღირსეულად წარდგებიან.
მასალის გამოყენების პირობები