რუბრიკები
“შარლი ებდოს” დოკუმენტური სურათის დისტრიბუტორი ამერიკული კომპანია იქნება
ამერიკულმა კომპანიამ “შარლი ებდოზე” გადაღებული დოკუმენტური სურათის სადისტრიბუციო უფლებები მოიპოვა.
“შარლი ებდო”, იგივე “შარლის ყოველკვირეული”, ფრანგული სატირული ყოველკვირეული ჟურნალია, რომელიც ნონკონფორმისტულ სტილში ასახავს კარიკატურებს, რეპორტაჟებს, პოლემიკებსა და ხუმრობებს და აქვეყნებს სტატიებს რელიგიის, პოლიტიკის, კულტურისა და სხვა საკითხების შესახებ. სწორედ რელიგიური თემატიკისა და კარიკატურების ერთობლიობამ გამოიწვია 2015 წლის 7 იანვარს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა რედაქციაზე. ამის შედეგად „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი გარდაიცვალა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. რასაც ისლამისტების აღშფოთება და საპასუხო ძალისმიერი ქმედება მოჰყვა. რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთა შორის იყვნენ ცნობილი კარიკატურისტები: სტეფან შარბონიე, ჟან კაბიუ,ჟორჟ ვოლინსკი და ბერნარ ვერლაკი. სწორედ ამ მოვლენას ასახავს დოკუმენტური სურათი, რომლის რეჟისორი დენიელ დეკონტეა.
094d4164aad54e2d3d61d636ac4d4d9f_large
როგორც ამბობენ, საფრანგეთში ფილმის მიმართ ინტერესი არც თუ ისე დიდია. შესაბამისად, ამერიკაში დისტრიბუცია მის პოპულარობაზე საგრძნობლად იმოქმედებს და საერთაშორისო საზოგადოება უფრო მეტად დაინტერესდება მომხდარი ამბის მნიშვნელოვანი დეტალებით.
დოკუმენტურ სურათს შვედეთში, იტალიასა და გერმანიაშიც უჩვენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.