ცნობილი უელსური მეტალ-ჯგუფი BULLET FOR MY VALENTINE ვალენტინობის წინ მისმა ბასისტმა ჯეი ჯეიმსმა დატოვა.
ჯეი ჯეიმსის წასვლის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა განცხადება, რომელსაც გთავაზობთ.
“ყველა ფანს მსოფლიოს გარშემო. სინანულს გამოვხატავთ, რომ გვიწევს იმის გამოცხადება, რომ ჯეი ჯეიმსი ბენდის წევრი აღარ იქნება. ის 12 წლის გამავლობაში იყო არა მარტო ჩვენი ჯგუფის, არამედ ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ჩვენ მოგვენატრება ის, ისევე როგორც თქვენ ბიჭებო. ჩვენ წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მას მის შემდგომ კარიერაში, რაც არ უნდა აირჩიოს მან, ის შესანიშნავი იქნება. ის ამ ბენდისთვის თავს არ ზოგავდა.”
“ჩვენ ჯეის შემცვლელს მაშინ დავასახელებთ, როდესაც საჭირო დრო იქნება. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ შემდეგ ჩანაწერზე და იმედი გვაქვს, ეს იქნება საუკეთესო ალბომი ჩვენს შემოქმედებაში.”
“2015 წელი უკვე არის მასიური, რადგან სცენის უკან ბევრი ამაღელვებელი რამ მოხდა, რის შესახებაც რაც შეგვიძლია მალე შეგატყობინებთ. მადლობა ყველას, რომ აგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას.”
შეგახსენებთ, რომ ჯეისონ “ჯეი” ჯეიმსი ჯგუფში 2003 წლიდან უკრავდა, ის ასევე ვოკალისტიც იყო და მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა ალბომის ჩაწერაში.
მასალის გამოყენების პირობები